Georgian Legal Partners
25+ წლიანი გამოცდილება
Georgian Legal Partners 30 წელზე მეტი გამოცდილებით, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში, ბიზნეს სამართლის სფეროში, ჩვენ ვთავაზობთ სრულფასოვან სამართლებრივ მომსახურებას ბიზნესისთვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო არენაზე.
თქვენი ინტერესების დაცვა ყველა ეტაპზე

მიანდეთ ჩვენს გამოცდილებას თქვენი ინტერესების დაცვა
ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი გამოწვევები რთულია, თუმცა შესაძლოა მათი მარტივად გადალახვა. „Georgian Legal Partners“-ში ჩვენ გეხმარებით დავების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტაში, კორპორაციულ მომსახურებასა და ყველა ეტაპზე თქვენი ინტერესების დაცვაში მკაფიო, პრაქტიკული იურიდიული სტრატეგიებით, რომლებიც თქვენი ბიზნეს მიზნებისათვის არის მორგებული. ჩვენს გუნდს აქვს ფართო გამოცდილება კომერციულ დავებში, კომპლექსურ FIDIC და სამშენებლო სამართალში, ხელშეკრულებების მომზადებასა და სამოქალაქო თუ საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან მიმართულებებში. ჩვენ ვმუშაობთ ისეთი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად, რომლებიც დაზოგავს თქვენს დროსა და რესურსებს და ამავე დროს დაიცავს თქვენს ბიზნესს და ხელს შეუწყობს მის სტაბილურ განვითარებას. ჩვენ გვესმის, რომ იურიდიულმა პრობლემებმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ბიზნესს და გეგმებს. ამიტომ ვაერთიანებთ სიღრმისეულ იურიდიულ ცოდნას პრაქტიკულ, შედეგზე ორიენტირებულ მიდგომასთან, რათა საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ სწრაფად და ეფექტურად – იქნება ეს სტრატეგიული მოლაპარაკებები თუ საჭიროების შემთხვევაში სასამართლო წარმოება. მიანდეთ ჩვენს გამოცდილებას თქვენი ინტერესების დაცვა, სირთულეების გადალახვა და თქვენი ბიზნესისთვის სტაბილური განვითარების გზის გაკვალვა.

საკონსულტაციო სფეროები
წარმომადგენლობა და დავების გადაწყვეტა
დავების გადაწყვეტის სტრატეგია – სამართლებრივი შეფასება და პროცედურების დაგეგმვა, ეფექტური შედეგის მისაღებად.
სასამართლოში წარმომადგენლობა
საკონსულტაციო მომსახურება და შესაბამისობა
ხელშეკრულებების მომზადება და მოლაპარაკება – ხელშეკრულებების მომზადება, რევიზია და მოლაპარაკებების წარმართვა,
კორპორაციული და კომერციული მომსახურება
კორპორაციული და კომერციული სამართალი – კომპანიების შექმნის, რესტრუქტურიზაციისა და მათი ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა
FIDIC და სამშენებლო სამართალი
საბანკო გარანტიებისა და საკრედიტო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები – საბანკო გარანტიების, სესხების და საკრედიტო ხაზებთან
დაკავშირებული
ინტელექტუალური საკუთრების და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამართალი
FIDIC-ის კონტრაქტების კონსულტაცია და დავები – სპეციალიზირებული კონსულტაცია FIDIC-ის კონტრაქტებთან დაკავშირებით,
ჯანდაცვის და შრომის სამართალი
ჯანდაცვის სამართალი – ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონების, ლიცენზირების, ნებართვების, კლინიკური კვლევებისა და სხვა ჯანდაცვის საკითხების სამართლებრივი კონსულტაცია.
კომპანიის ადგილმდებარეობა
თბილისი
ქავთარაძის ქუჩა N40
georgianlegalpartners@gmail.com
მმართველი პარტნიორები

ხათუნა კურტანიძე
დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

მარიამ ხაჭაპურიძე
დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

ვაჟა კალმახელიძე
დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი