Georgian Legal Partners
25+ წლიანი უნიკალური გამოცდილება
Georgian Legal Partners-ში ვამაყობთ მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც ჩვენი გუნდის როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში წარმატებული მუშაობით არის დაგროვილი. ეს გამოცდილება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შევაფასოთ საკითხები ორივე მხრიდან და ზუსტად განვსაზღვროთ, როგორ დავიცვათ კლიენტის ინტერესები ეფექტურად, მიუხედავად იმისა, საქმე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ როგორც შედეგზე, ასევე პროცესზე, რათა მიზნამდე მისასვლელი გზა მაქსიმალურად მორგებული იყოს თქვენზე. თითოეული კლიენტის მიზნებიდან გამომდინარე, ვქმნით სტრატეგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, სამართლებრივი საკითხები გამოიყენოთ თქვენი ბიზნესის სტაბილურობისა და ზრდისთვის. იქნება ეს სამართლებრივი კონსულტაცია, რესტრუქტურიზაცია, შერწყმა-შესყიდვა (M&A), სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა, დავების გადაწყვეტა თუ სხვა სამართლებრივი პროცესი, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ყველა ეტაპზე, რათა პროცესი იყოს სწრაფი, ეფექტური და თქვენი მიზნების მიღწევაზე მაქსიმალურად ორიენტირებული. ჩვენ გვესმის, რომ იურიდიული საკითხები ხშირად დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან, ფინანსური თუ ადამიანური რესურსების კარგვასთან. სწორედ ამიტომ, ვიქნებით თქვენი პარტნიორები ამ პროცესში, სადაც მთავარი მიზანი თქვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვაა, ხოლო იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად შერჩეული გზა იქნება მარტივი, ეფექტური და თქვენზე მორგებული.
სტაბილურობა
ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა ქმნის მყარ საძირკველს თქვენი ბიზნესისთვის, რათა თავისუფლად იმოქმედოთ ნებისმიერ სფეროში.
ნდობა
თქვენს გვერდით ყველა იურიდიულ გამოწვევაში. პროფესიონალიზმით ვქმნით ნდობას, რომელიც თქვენს ბიზნესს ამყარებს.
ეფექტი
სტრატეგიები, რომლებიც იცავს თქვენს ინტერესებს, აჩერებს რისკებს და ზრდის თქვენს შესაძლებლობებს კონკურენტულ ბაზარზე.
მმართველი პარტნიორები

ხათუნა კურტანიძე
დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

მარიამ ხაჭაპურიძე
დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

ვაჟა კალმახელიძე
დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი