ჩვენს შესახებ

შენი იურიდიული პარტნიორები

ჩვენ გვესმის, რამდენად დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს იურიდიული საკითხები ბიზნესისთვის – დროის კარგვა, ბიუროკრატიასთან გამკლავება და რესურსების დაუგეგმავი ხარჯვა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია სამართლებრივი პროცესები მაქსიმალურად გაგიმარტივოთ. Georgian Legal Partners-ში ჩვენ არ ვართ მხოლოდ იურისტები, რომლებიც დოკუმენტებს ამზადებენ ან დავებში მონაწილეობენ – ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორები, რომლებიც თქვენს გვერდით დგანან ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ჩვენთან ერთად თქვენი ინტერესების დაცვა ხდება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. თითოეული ნაბიჯი, იქნება ეს კონსულტაცია, მოლაპარაკებების წარმართვა, კაპიტალის დაბანდება თუ დავის გადაწყვეტა, იგეგმება თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, რათა სამართლებრივი საკითხები იქცეს თქვენი ბიზნესის განვითარების ხელსაწყოდ და არა დაბრკოლებად. ჩვენ ვქმნით გზებს, რომლებიც მარტივად, კომფორტულად და ეფექტურად მიგიყვანთ რეალურ შედეგამდე.

ჩვენს შესახებ

Georgian Legal Partners-ში ვამაყობთ მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც ჩვენი გუნდის როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში წარმატებული მუშაობით არის დაგროვილი. ეს გამოცდილება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შევაფასოთ საკითხები ორივე მხრიდან და ზუსტად განვსაზღვროთ, როგორ დავიცვათ კლიენტის ინტერესები ეფექტურად, მიუხედავად იმისა, საქმე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ როგორც შედეგზე, ასევე პროცესზე, რათა მიზნამდე მისასვლელი გზა მაქსიმალურად მორგებული იყოს თქვენზე. თითოეული კლიენტის მიზნებიდან გამომდინარე, ვქმნით სტრატეგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, სამართლებრივი საკითხები გამოიყენოთ თქვენი ბიზნესის სტაბილურობისა და ზრდისთვის. იქნება ეს სამართლებრივი კონსულტაცია, რესტრუქტურიზაცია, შერწყმა-შესყიდვა (M&A), სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა, დავების გადაწყვეტა თუ სხვა სამართლებრივი პროცესი, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ყველა ეტაპზე, რათა პროცესი იყოს სწრაფი, ეფექტური და თქვენი მიზნების მიღწევაზე მაქსიმალურად ორიენტირებული. ჩვენ გვესმის, რომ იურიდიული საკითხები ხშირად დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან, ფინანსური თუ ადამიანური რესურსების კარგვასთან. სწორედ ამიტომ, ვიქნებით თქვენი პარტნიორები ამ პროცესში, სადაც მთავარი მიზანი თქვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვაა, ხოლო იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად შერჩეული გზა იქნება მარტივი, ეფექტური და თქვენზე მორგებული.