• ჯანდაცვის სამართალი – ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონების, ლიცენზირების, ნებართვების, კლინიკური კვლევებისა და სხვა ჯანდაცვის საკითხების სამართლებრივი კონსულტაცია, მათ შორის საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

• სამედიცინო დავები – დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მასთან  დაკავშირებით წარმოშობილი, სადაზღვევო პოლისის პრემიის გადახდასთან და მისი უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებული დავების წარმართვა. სამედცინო და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების, რეგულირების, ლიცენზიებისა და  ნებართვების მოპოვების, წამლის სახელმწიფო რეგისტრაციის უზრუნველყოფა.

• შრომის სამართალი – დასაქმებულებისა და დამსაქმებლების კონსულტაცია შრომითი ხელშეკრულებების, შრომით დავებისა და შრომის კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედების საკითხებზე.

• შრომითი ხელშეკრულებები – შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება, მათ შორის ინდივიდუალური და კოლექტიური ხელშეკრულებების შედგენა.

• შრომითი დავები – დამსაქმებლისა და დასაქმებულის წარმომადგენლობა შრომით სამართლებრივ დავებში, შრომის ინსპექციასა და სასამართლოებში.

• შრომის კანონმდებლობის შესაბამისობა – კორპორატიული კლიენტებისთვის შრომის კოდექსის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.

• საოჯახო სამართალი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლების ჩამორთმევა/შეზღუდვა, არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანა და ქორწინების ბათილობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

• მემკვიდრეობითი სამართალი – ანდრძის ფორმა, კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, სავალდებულო წილის მიღება, საანდერძო დანაკისრი(ლეგატი), ქორწინების გარეშე ბავშვის მემკვიდრედ ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა, სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვით მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებასთან და კომლის საერთო ქონებასთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაცია და წარმომადგენლობა.

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *