• ხელშეკრულებების მომზადება და მოლაპარაკება – ხელშეკრულებების მომზადება, რევიზია და მოლაპარაკებების წარმართვა, კლიენტის ინტერესების დასაცავად, იქნება ეს კომერციულ ტრანზაქციებში, შრომით ურთიერთობებში, უძრავი ქონებისა თუ სხვა სექტორებში.
• სამართლებრივი კონსულტაცია და რჩევები – სტრატეგიული სამართლებრივი კონსულტაცია და რჩევების მიწოდება სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის კორპორაციული მართვა, შესაბამისობის მოთხოვნები და სამართლებრივი რისკების მენეჯმენტი.
• სამართლებრივი აუდიტი (Due Diligence) – სამართლებრივი აუდიტის განხორციელება შერწყმა-შესყიდვებში, ინვესტიციებსა და რეგულაციურ საკითხებში, შესაძლო რისკების გამოვლენის მიზნით.
• შესაბამისობის და რეგულაციური კონსულტაცია – კომპანიების დახმარება ქართული კანონებისა და რეგულაციების დაცვაში, მათ შორის კონკურენციის, საგადასახადო და თითოეული სფეროს შესაბამისიმოთხოვნების შესრულებაში.
• საგადასახადო კონსულტაციები – კლიენტებისთვის საგადასახადო სტრატეგიის დაგეგმვა, ადგილობრივი და საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზი, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვა.
• საგადასახადო დავები – წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებთან და სასამართლოებში საგადასახადო დავებთან დაკავშირებით.
• საბაჟო სამართალი – იმპორტ-ექსპორტის პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა, საბაჟო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საბაჟო დავების სამართლებრივი წარმოება.
• უძრავი ქონების ტრანზაქციები – ყიდვა-გაყიდვის, იჯარის, შესყიდვისა და სარგებლობის ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შეფასება.
• პრივატიზაციის პროცესები – საჯარო ქონების პრივატიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის აუქციონებსა და სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის სამართლებრივი კონსულტაცია.