• კორპორაციული და კომერციული სამართალი – კომპანიების შექმნის, რესტრუქტურიზაციისა და მათი ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის სამართლებრივი დასკვნების მომზადება, ბიზნეს რისკების გათვლა/დაცვა, აქციონერთა ხელშეკრულებების შემუშავება,პარტნიორთა კრების ოქმებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და კორპორაციული მართვის კონსულტაცია.
• საგადასახადო დაგეგმარება და დავების გადაწყვეტა – საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები, დაგეგმარება და წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებთან დავებში.
• შერწყმა და შესყიდვები (M&A) – კომპანიების შერწყმა-შესყიდვების სამართლებრივი მხარეების უზრუნველყოფა და ამ ტრანზაქციების განხორციელება.
• სახელმწიფო შესყიდვები – სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისი მომსახურება, რაც მოიცავს ტენდერების სამართლებრივ მართვას, შესაბამისობის დაცვას, შესყიდვებთან დაკავშირებული კონტრაქტების მომზადებას და ტენდერებში მონაწილე მხარეების წარმომადგენლობას.
• საბანკო და ფინანსური სამართალი – საბანკო ოპერაციებთან, საკრედიტო შეთანხმებებსა და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მომსახურება, მათ შორის გარანტიების, სესხების და სხვა ფინანსური შეთანხმებების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
• საბანკო გარანტიებისა და საკრედიტო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები – საბანკო გარანტიების, სესხების და საკრედიტო ხაზებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა, მათ შორის საბანკო გარანტიების გასაცემი და საკრედიტო ვალდებულებების წარმოშობით გამოწვეული დავების გადაწყვეტა.
• რესტრუქტურიზაცია და გადახდისუუნარობა – ფინანსური რესტრუქტურიზაციის, გაკოტრების პროცესებისა და ლიკვიდაციის სამართლებრივი წარმართვა, როგორც კრედიტორის, ისე მოვალის მხრიდან.
• პროექტების განვითარება და დაფინანსება – პროექტების სტრუქტურირების, დაფინანსებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების სამართლებრივი უზრუნველყოფა მასშტაბური პროექტებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორში.